აჭარა. 2, 3 და 4 ივლისს, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „მონაწილეობითი ბიუჯეტი 2021“-ის ფარგლებში წარდგენილ იდეებს კენჭი უყარეს.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარდგენილი 175 იდეიდან მათთვის სასურველისთვის დაეჭირათ მხარი.
„პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი - „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)