თბილისი. 5 ივლისიდან ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი დაიწყო. მედიამონიტორინგი მოიცავს 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას და სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება. ასევე, გავრცელდება არჩვენების შემდგომ პერიოდზეც (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე).
მონიტორინგს ახორციელებენ ორგანიზაციები: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.
წყარო: www.ge.undp.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)