თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული 11 ჟურნალისტის საქმეში ჩაერთო.
მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი 2 ჟურნალისტს მიენიჭა.
ორგანიზაცია გააგრძელებს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეებზე მუშაობას და პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)