თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 1 მაისის დემონსტრაციის
შემდეგ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, „ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო. მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაკავების, როგორც უკანონო ქმედების აღკვეთის ფორმის გამოყენება, თავისთავად წარმოადგენდა არაპროპორციულ საშუალებას.", ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს, მისცეს ადეკვატური შეფასება პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.
ადამიანის უფლებების სწვალებისა და მონიტორინგის ცენტრი
გეგმავს აღნიშნული ფაქტის დეტალურ შესწავლას და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს
ანგარიშს.
წყარო: ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში