თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს-მ არ მოგვაწოდა ინფორმაცია დაკავების, მისი საფუძვლებისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციამ მხოლოდ დღეს, ომბუდსმენის აპარატის დახმარებით შეძლო გაეგო, რომ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის N2 დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტებთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს.
„ამ დრომდე ჩვენს ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცეს. თუმცა, როგორც განგვიმარტეს, დღესვე სასამართლო პროცესი გაიმართება და ამგვარად მათი გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა“.
ორგანიზაცია საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების კანონიერების შესახებ შეფასებებს საზოგადოებას საჯაროდ გააცნობს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)