თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 8 ივლისს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახის საქმის განხილვა დაიწყო.
„სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სათანადოდ, ასევე დადგინდა, რომ უშუალოდ სტიქიის დროს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაკოორდინირებული მოქმედებების გამო თავიდან ვერ იქნა აცილებული მძიმე შედეგი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და დღეს სწორედ მათ საკასაციო საჩივრებს განიხილავს სასამართლო ზეპირი მოსმენით“.
ორგანიზაცია გარდაცვლილი პირის ოჯახის ინტერესებს 2015 წლიდან იცავს.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)