თბილისი. ღია საზოგადოების ფონდი აქვეყნებს სტატიას: უსახლკარობის სერვისები სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე. სტატიის ავტორები არიან ორგანიზაციის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის წარმომადგენლები ანანო ცინცაბაძე და ვახტანგ ნაცვლიშვილი.
„ეს მცირე ნარკვევი არის მცდელობა, რომ გავაანალიზოთ საცხოვრისის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის პრაქტიკული დანიშნულება. ამასთან, ვაჩვენოთ, რომ საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკის გარეშე შექმნილი უსახლკარობის პროგრამები და სერვისები არსებითად ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
უსახლკარობის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის მთავარი არსი უსახლკარობის მიმართ ერთიანი სახელმწიფო მიდგომის განსაზღვრაა. ერთიანი პოლიტიკის გარეშე, უსახლკარობის სპორადულად შექმნილი სერვისები არაეფექტურია. ამდენად, ის ფაქტი, რომ ასეთი დოკუმენტი საქართველოს დღემდე არ შეუქმნია, პირდაპირი მაჩვენებელია, რომ ქვეყანას არ განუზრახავს და, შესაბამისად, არც დაუგეგმავს, ამ უმწვავესი პრობლემის მოგვარება“, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)