თბილისი. სახალხო დაცველთან არსებული რელიგიათა საბჭო გმობს ძალადობას და მიუღებლად მიიჩნევს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის ინიციატივიას.
„ჩვენ, რელიგიათა საბჭოში წარმოდგენილი რელიგიური გაერთიანებები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმ მასობრივი ძალადობის გამო, რაც თბილისში, 5-6 ივლისს ვიხილეთ.
ჩვენც, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული.
ამავდროულად, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საბჭოს წევრი 16 კონფესია აწერს ხელს.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)