თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აქვეყნებს „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (#ELS2021) მონაწილე და ბლოგების კონკურსში გამარჯვებულ თამარ ოგანოვას ბლოგპოსტს: „ქალები პოლიტიკაში: მიღწევები და გამოწვევები“.
„დღეს ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი საზომი სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა და მათი უფლებების დაცვის ხარისხია.
მიუხედავად ქალთა უფლებადამცველების დაუღალავი შრომისა, კიდევ უამრავი გამოწვევა რჩება ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ბლოგში მიმოხილულია ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქართულ პოლიტიკაში, კერძოდ, ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები“.
წყარო: gip.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)