თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებენ ერთობლივ კვლევას: „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“.
„კვლევაში ასახულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი, იდენტიფიცირებულია არსებული გამოწვევები და ხარვეზები, გამოვლენილია გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებები, ასევე, წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)