მცხეთა-მთიანეთი. 13 ივლისს, თბილისის მერიის და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის“ გაცნობის მიზნით ტრენინგი ჩატარდა.
„ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით და პარტნიორების ჩართულობით, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 5 თებერვალს განახორციელა ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში, რის შედეგადაც დადგინდა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი.
ეს ცვლილება შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების განუყოფელი ნაწილია და ნიშნავს, რომ ვერცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გათვალისწინების გარეშე“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)