თბილისი. საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ორგანიზაციამ „ჩეთემ ჰაუსის“ პუბლიკაციის „მითები და მცდარი მოსაზრებები რუსეთის შესახებ არსებულ დებატებში” ოფიციალური თარგმანის უფლება მოიპოვა.
„მოლაპარაკების პროცესი მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო და ამ ეტაპზე უკვე პუბლიკაციის თარგმანი სრულდება. პუბლიკაცია ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის გახდება, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიისთვის”.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)