თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ნინო ქვირია აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მას მიზანმიმართულად დევნიდნენ და ხელოვნურად შეუქმნეს გათავისუფლების საფუძველი. 16 ივლისს, მერის ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან.
ორგანიზაცია იცავს ნინო ქვირიას ინტერსებს და გეგმავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას, რათა დადგინდეს მისი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)