კახეთი.თელავში განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა
პროექტ „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის განვითარების" ფარგლებში, უპოვართა სახლში
დახმარების აქცია მოაწყო. აღნიშნულ აქტივობაში ჩართულები იყვნენ
ახალგაზრდა მოხალისეები.
ნატალი ზარაფიშვილი–ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე:„ჩვენთვის
მნიშვნელოვანია დღეს აქ ყოფნა, რადგან ვეხმარებით ამ საოცარ ადამინებს და ვაკეთებთ
ერთ დიდი საქმეს. სამომავლოდ დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ კიდევ მოვაწყოთ ასეთი
სასიამოვნო აქტივობები".
მერი პაპუნაშვილი–ახალგაზრდული ცენტრის კორდინატორი:
„ჩვენმა ორგანიზაციამ ანალოგიური აქცია წინა წელსაც მოაწყო და სწორედ მაშინ მომსახურე
პერსონალმა გამოთქვა სურვილი, რომ სწორედ ასეთ სადღესასწაულო დღეებში დავდგომოდით გვერდით
ამ ადამიანებს".