თბილისი. მითების დეტექტორის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ფეისბუქ ანგარიში „ერთობა საქართველოსთვის” შარლ მიშელის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, ამ ანგარიშმა გამოაქვეყნა კაბაში გამოწყობილი მამაკაცის ფოტო, სადაც აღწერის მიხედვით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია გამოსახული და რომ ის, საქართველოში ღირსების მარშის მხარდასაჭერად ქვედაბოლოში გამოწყობილი ჩამოვიდა.
„მტკიცება იმის შესახებ, რომ გავრცელებულ ფოტო საქართველოშია გადაღებული და მასზე შარლ მიშელია აღბეჭდილი, მცდარია, რეალურად ფოტო ფლორენციაში 2021 წლის პირველ ივლისს Pitti Uomo-ს მოდის ჩვენებაზეა გადაღეული და ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილეს ასახავს“, ნათქვამია მითების დეტექტორის ვებგვერდზე.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)