en
ge

გამჭვირვალობა ეფექტური მექანიზმების შექმნაზე საუბრობს

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ეხმაურება შსს–ს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო შპს „მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირების დაკავებას. „ვფიქრობთ, რომ თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტების გამოვლენა და პრევენცია ნებისმიერი ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ საჭიროა კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მამხილებლების დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა იქნებოდა, რაც დადებით ეფექტს იქონიებს სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)