თბილისი. დღეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილი EMC) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა, რომლითაც ასაჩივრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეზღუდვას.
ორგანიზაცია მოითხოვს ნამოხვანისკენ მიმავალ გზებზე ჩაყენებული პოლიციის ადგილიდან გაყვანას და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)