თბილისი. „უფლებები საქართველოს“ ინიციატივით „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ შეიქმნება.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ მკერვალიშვილმა, პროექტის კოორდინატორებმა, ანი მუხიგულაშვილმა და ანა გუდაძემ, მიგრაციის საკითხებზე ადვოკატირების ქსელის დაფუძნების შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართეს.
„შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს ქსელის მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და ქსელის წევრობის საკითხებზე“.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)