თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში იწვევს ბავშვებზე და მოზარდებზე ფოკუსირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ და შექმნან პროფილი პორტალზე: www.unpartnerportal.org.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში პორტალზე დარეგისტრირებული ორგანიზაციების კანდიდატურებს პარტნიორობისთვის განიხილავს.
ორგანიზაცია თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას 2021 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გამოაქვეყნებს. პარტნიორების გამოსავლენად გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაატარებს საკონკურსო შერჩევას, განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
წყარო: www.unicef.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)