en
ge

3 მაისი – მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე

თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა. მსოფლიო მეოცედ აღნიშნავს პრესის თავისუფლების დღეს – 3 მაისს, ეთიკის ქარტია ულოცავს ყველა ჟურნალისტს პროფესიულ დღესასწაულს. ''საქართველოს მედია, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იდგა გამოწვევების წინაშე, ამ მხრივ არც განვლილი 2012 წელი აღმოჩნდა გამორჩეული, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც ჟურნალისტების დევნა ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. შემაშფოთებელია მიმდინარე წლის 1 მაისს მომხდარი ინციდენტიც, როდესაც სამართალდამცველებმა მანიფესტაციის გაშუქებისას ორი ჟურნალისტი დააკავეს", აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმედს გამოთქვამს, „რომ ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლება მაინც შეძლებს გაითავისოს თავისუფალი მედიის აუცილებლობა; გაითავისოს, რომ მედიის დამოუკიდებლობა და სიძლიერე ხელისუფლების სამივე შტოს და მთლიანად სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გარანტიაა".
სრულად
წყარო: qartia.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023