თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ გვერდის ავლით მიიღო ისეთი რეგულაცია, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 76 ხმით არჩევის შესაძლებლობა გაამარტივა.
ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციას აძლევს საფუძველს ივარაუდოს, - „მომავალ კვირას ცესკოს დაკომპლექტება იმით დასრულდება, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი იქნება დამტკიცებული, რაც „შარლ მიშელის დოკუმენტის“ სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, იმას ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არ არის ამ მნიშვნელოვანი თანამდებობების პოლიტიკური კონსენსუსით დაკომპლექტება“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)