თბილისი. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, უფლებები საქართველო-მ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყეს ერთობლივი პროექტი „დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის“.
„პროექტის მოკლევადიანი მიზანია სამოქალაქო აქტივისტების დაცვა უკანონო დევნისგან, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტივიზმისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს“.
წყარო: უფლებები საქართველოს გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)