თბილისი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
„კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებისთვის, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ყველაფერს, რაც ძალიან საჭიროა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ.
ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ალტერნატივას.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილას მოქალაქეების ინტერესები დააყენოს და აიღოს ვალდებულება საქართველოში პოლიტიკური დისკურსის განვითარებისა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება“.
წყარო: eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)