თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში.
ორგანიზაციის შეფასებით:
„სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგების დღევანდელი ღირებულება საქართველოს ეკონომიკისათვის დაახლოებით 55 მლრდ ლარამდეა.
2020 წელს, დისტანციური სასწავლო პროგრამა TEAMS-ით მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ.
COVID პანდემიის რისკების მიუხედავად სოფლებში მაცხოვრებელი მოსწავლეების 75%, ხოლო ქალაქში მაცხოვრებლების მხოლოდ 46% დაუბრუნდა საკლასო ოთახებს.
ჩვენი შეფასებით, 100 მლნ ლარამდეა საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის მისაწოდებლად, რომ მათ დისტანციურ სწავლების პლატფორმასთან წვდომა ჰქონდეთ“...
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)