თბილისი. EWMI-Access-ის ინფორმაციით, ორბელიანი მეტი-ს პლატფრაზე მოქალაქეების შემოწირულობებით 6 პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის ნახევარი შეგროვდა. თანხის მეორე ნახევარს კი „ორბელიანი საქართველო“ EWMI ACCESS-ის გრანტით შეავსებს.
„სულ მალე,
მოგზაური ბიბლიოთეკა აჭარის მაღალმთიან სოფლებს ეწვევა და ბავშვებს წიგნების სამყაროში ამოგზაურებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ახალგარდები ღია კინოთეატრს მოაწყობენ.
გორის ერთ-ერთი სკოლაში წიგნებითა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ოთახი მოეწყობა.
გარემოსდამცველები რუსთავში და თბილისში ეზოებს ურბანულ ბაღად აქცევენ. ასევე, ბავშვებს მებაღეობას ასწავლიან.
7R სოციალური საწარმო კი მეორადი ნაჭრების და ნაჭრის ნარჩენებისგან ახალ კოლექციას შექმნის მდგრადი მოდის პოპულარიზაციისათვის“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)