თბილისი. ნამახვანჰესის საკითხზე ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში ჩართული ორგანიზაციები საზოგადოებას მიმდინარე პროცესის შესახებ მათ პოზიციას აცნობენ.
„ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ივნისი-ივლისის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავით „ტექნიკური დავალების“ შემუშავების პროცესში, რითაც მომავალში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად და შესასრულებელ ამოცანად რჩება ექსპერტების შერჩევა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის პრინციპით, დაფინანსების სანდო წყაროს მოძიება და შეფასების ამ პროცესისადმი მხარეებისა და ფართო საზოგადოებისთვის ნდობის გარანტიების შექმნა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)