თბილისი. სახალხო დამცველი 1 აგვისტოს, ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ, ამავე არხის ეთერით გავრცელებულ ე.წ. ოპერატიულ კრებსებს ეხმიანება, რომელიც, გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პოლიტიკოსებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, დიპლომატებზე, ბიზნესმენებსა და საჯარო მოხელეებზე თვალთვალს ასახავს.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ფარული მიყურადების მოქმედი სისტემის შესამოწმებლად. ასევე აუცილებელია საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერება და მეტი ინსტრუმენტისა და მექანიზმის შემოტანა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მძიმე პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ასევე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ხსენებული რისკების არსებობა და მათზე მყისიერი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)