თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 5-6 ივლისის ძალადობის გამოძიება არაეფექტიანია. ორგანიზაციის განცხადებით, 1 თვის გასვლის შემდეგაც 5-6 ივლისს, თბილისის ქუჩებში ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ორგანიზებული მასობრივი, კოლექტიური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანი რჩება.
„ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოებმა არა მხოლოდ ძალადობის ჩამდენი ინდივიდუალური პირების სრულყოფილი იდენტიფიცირება არ მოახდინეს, არამედ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაც არ გამოკვეთეს და ძალადობის ორგანიზების მიმართულებებით გამოძიებაც პასიურია და სუსტი“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)