თბილისი. ფაქტ-მეტრის ცნობით, სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ყალბი ციტატები ვრცელდება, კერძოდ, „დაიცავით დისტანცია ცოლ ქმარმა მესენჯერით ეკონტაქტეთ ერთმანეთს!“ - ამირან გამყრელიძე. პოსტებს Facebook-ზე მომხმარებლების ათასობით რეაქცია და ასობით გაზიარება აქვს.
გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, „საჯაროდ ხელმისაწვდომ/ღია წყაროებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მსგავსი ციტატა, ან კომენტარი - ცოლ-ქმრის მიერ დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ, არ იძებნება. დგინდება, რომ ამირან გამყრელიძეს ზემოთ ხსენებული განცხადება ცოლ-ქმარს შორის დისტანციის დაცვისა და მესენჯერით კონტაქტის შესახებ, არ გაუკეთებია“.
წყარო: factcheck.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)