თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) წარმოგიდგენთ მესამე სამუშაო თემატურ ჯგუფს „ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა”, რომელიც „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
„ამ ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა და მასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეები. დეტალურად განხილული და შედარებულია საქართველოსა და ესტონეთის გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით“.
გაეცანით დოკუმენტს...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)