სამცხე-ჯავახეთი. „მიეცით ქალებს საშუალება და მოგებული დარჩება ყველა” – ამ პროექტის ფარგლებში ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში ქალბატონებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი ბიზნეს სექტორში ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ჩართვა, აქტიური რეკომენდაციების შემუშავება და გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებაა.
„აღნიშნული პროექტი გასული წელს დაიწყო. ჩვენი ორგანიზაცია ეკოლოგიისა და გენდერული მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ქალბატონებისთვის ბიზნეს ტრენინგების ჩატარება არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა”, - პროექტის კოორდინტორი ნუგზარ თათეშვილი.
სამნაწილიანი პროექტი ევროკავშირისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანასებული.