ზუგდიდი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა
- საქართველოს"
ზუგდიდის ოფისმა 2011 წლის 5 იანვრიდან
2012 წლის სექტემბრამდე ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ
შეძენილი ავტომანქანების რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია
გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აცხადებენ,
რომ
2011, 2012 წლებში 12 ავტომანქანის შესაძენად
687,170 ლარი დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა,
სხვა
მუნიციპალიტეტებთან შედარებით ყველაზე
მეტი
თანხა
დახარჯა
ავტომობილებზე.
ორგანიზაციის ინფორმაციით,
ამ პერიოდში ზუგდიდის
მუნიციპალიტეტმა
9 ტოიოტას
მარკის
სპორტულად
აღჭურვილი
მანქანა
და
1 „მიცუბიშ
პაჯერო
იო"
შეიძინა.
მათ
შორის
ყველაზე
ძვირადღირებული
მანქანა
„ტოიოტა
ლენდ
კრუიზერ
200" აღმოჩნდა, რომელიც მუნიციპალიტეტს
124,400 ლარი დაუჯდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა
– საქართველო"
მიიჩნევს,
რომ
ავტომობილებზე
გამოცხადებული
ტენდერებით
დაირღვა
შესყიდვების
კანონის
მე-13
მუხლი,
ტენდერში
მონაწილეთა
საკვალიფიკაციო
მოთხოვნების
სამართლიანობასა
და
ჯანსაღი
კონკურენციის
შესახებ.