თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2,600 ლარიდან 4,500 ლარამდე (ხელზე მისაღები 2,080 ლარიდან - 3,600 ლარამდე) მერყეობს.
„წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტების მერებისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის არსებული პოლიტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნოდ გაჟღერებული დაპირების მიზანშეწონილობა.
პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)