თბილისი.სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გიორგი ონიანი (საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო), გიორგი მშვენიერაძე (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) და გურამ იმნაძე (სოციალური სამართლიანობის ცენტრი) განცხადებით მიმართავენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომლითაც ითხოვენ გამოძიების დაწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლების სავარაუდო უკანონო საქმიანობის ფაქტზე.
„პროკურატურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველი გახდა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარის” გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდოდ უკანონო საქმიანობის, მათ შორის ფარულ მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)