თბილისი. „ფაქტ ჩეკი“ აცხადებს, რომ სიყალბეა, თითქოს, მოქალაქე პეტრე დვალიშვილი ვაქცინის მეორე დოზის მიღების შედეგად დამძიმდა და მალევე გარდაიცვალა.
„20 აგვისტოს Facebook-ანგარიშმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ერთვის Guriatoday-ის სტატია. პოსტის აღწერის თანახმად, გურიაში, ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი პეტრე დვალიშვილი სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მიღების შედეგად დამძიმდა და მალევე გარდაიცვალა. აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება“, - ვკითხულობთ „ფაქტ ჩეკის“ ვებგვერდზე.
წყარო: factcheck.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)