თბილისი. წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით აკვირდება. ეს ხდება: თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში ფარავს 1-ლი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. საიამ, საანგარიშო პერიოდში, რამდენიმე პრობლემური შემთხვევა აღრიცხა, საიდანაც ერთი ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო მეორე - ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შეეხება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)