თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი უკიდურესად კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან დემონსტრაციულ თავის არიდებას და მიიჩნევს, რომ ეს გადაწვეტილებები არსებითად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
„ბოლო კვირებში ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მოდერაციით და მხარდაჭერით მიღწეული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაში, სასამართლო სისტემის რეფორმის ჩავარდნასა და ევროკავშირის შეღავათიანი მაკროფინანსური დახმარებაზე პოლიტიკურად მოტივირებულ უარში გამოიხატა, ქვეყნის გეოპოლიტიკური იზოლაციისა და არადემოკრატიული მმართველობის გაფორმების უკიდურესად შემაშფოთებელ ნიშნებს შეიცავს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)