en
ge

„ფაქტ ჩეკი“: „COVID-19-ის ვაქცინით ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება არ დაფიქსირებულა“

„ფაქტ ჩეკი“: „COVID-19-ის ვაქცინით ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება არ დაფიქსირებულა“

თბილისი. 27 აგვისტოს, ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერებაზე -VADE-ზე საუბრობდა. VADE ე.წ. ქოლგა ტერმინია და ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას -ADE და გაძლიერებულ რესპირატორულ დაავადებას -ERD, გულისხმობს. კანდელაკის თანახმად, სწორედ VADE-მ განაპირობა ზოგიერთი ვაქცინის წარუმატებლობა, ამის მაგალითად მას სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და SARS-ის და MERS-ის ვაქცინების შემთხვევები მოჰყავს.

ფაქტების შესწავლის შემდეგ, „ფაქტ ჩეკი“ აცხადებს, რომ გიორგი კანდელაკის ჰიპოთეზური მოსაზრება, თითქოს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგად შეიძლება განვითარდეს, არის დაუსაბუთებელი. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კოვიდვაქცინები ADE-ს რეაქციას იწვევენ, ვაქცინის პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ეტაპზე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამასთან იმუნიზაციის პროცესში აცრილ ადამიანებში ADE-ს არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი.

სრულად... 

წყარო: factcheck.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)