თბილისი. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ასაშენებელი ცენტრალური პარკის დოკუმენტაციას უკანონოდ ასაიდუმლოებენ.
„თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური ყოფილი იპოდორიმის ტერიტორიაზე პარკის სამშენებლო დოკუმენტაციას არ ასაჯაროებენ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და ქალაქის საჯარო ინტერესებთან მისი შეუთავსებლობის შესახებ. ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ინფორმაციაა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის საფუძვლით, თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)