en
ge

პლატფორმა “არა-ფობიას” ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს

პლატფორმა “არა-ფობიას” ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს

თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ უკიდურესი აღშფოთებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2021 წლის 3 სექტემბრის განცხადებას. 

„ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარში“, წარმოადგენდა არა LGBTQ+ წევრთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზების ფორმას, არამედ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ, კარგად ორგანიზებულ მზაკვრულ შეთქმულებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ნეგატიურად აფასებს მხოლოდ ჟურნალისტების მისამართით გამოვლენილი აგრესიის კონტექსტში, თუმცა ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოსთან შეუსაბამოდ არ მიიჩნევს თავისთავად იმ ფაქტს, რომ LGBTQ+ თემის წარმომადგენლებმა ვერ ისარგებლეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით, სახელმწიფომ კი კონსტიტუციით მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებული მძლავრი ჰომოფობიური განწყობის ფონზე პრემიერ-მინისტრის განცხადება შეიცავს დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო პოპულიზმის ელემენტებს, რითაც იგი ჰომოფობიურ განწყობებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს“, - ვკითხულობთ პლათფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სრულად...  

წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)