თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა (საქართველოს ეროვნული პლატფორმა) შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის არათანმიდევრული პოლიტიკით.
„მიუღებლად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან, პოლიტიკურად სახიფათო, ხელისუფლების ინტერესებს მორგებული და სახელმწიფოსთვის საზიანო, ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ამავდროულად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას.
მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედარციისგან მომდინარე საფრთხეები რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე საგანგაშოა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ფედერაციის, როგორც ხისტი ასევე რბილი ძალის მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას საქართველოს საზოგადოებაზე და მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ევროატლანტიკური არჩევანი და მისკენ მიმავალი, ქვეყნის მოქალაქეებისთვის სიკეთის მომტანი რეფორმების გზაა.
ვფიქრობთ, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს სამოქალაქო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერება, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა გარკვეულ არათანმიდევრულობას იჩენს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: hrc.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)