თბილისი. IDFI-ის ჩართულობითა და USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით, თბილისის მერიამ შეიმუშავა და დაამტკიცა კონცეფცია, რომლის საფუძველზეც ღია მონაცემების პორტალი უნდა შეიქმნას.
პორტალის კონცეფციასთან ერთად, მომზადდა პორტალის დეტალური ტექნიკური აღწერა. პორტალის შექმნა ღია მმართველობის ინიციატივის (OGP) თბილისის მერიის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომლის შესრულება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უწყების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით.
ღია მონაცემების პორტალის დანერგვის შემდეგ, მასზე განთავსებული ბაზები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის - ბიზნესისთვის, აკადემიისთვის, მედიისა და ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. მონაცემების გასაჯაროებით თბილისის მერია ხელს შეუწყობს ინოვაციური, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების შექმნას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)