თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ საქართველოში მოქმედი მიტანის სერვისის კომპანიების ხელშეკრულებების სამართლებრივ შეფასებას.
„მიტანის სერვისში დასაქმებული კურიერები დღეისათვის აღნიშნული პრობლემის ყველაზე ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენენ. პლატფორმული კომპანიები, კურიერებს როგორც წესი დამოუკიდებელ კონტრაქტორებად მიიჩნევენ, მათთან მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებენ და მთლიანად იხსნიან შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის, არ უზრუნველყოფენ კურიერების უსაფრთხო სამუშაო გარემოს, მინიმალურ შრომით პირობებსა და ღირსეული შრომისათვის დადგენილ სტანდარტებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)