თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის და ახალციხის 2017 წლის მოწვევის საკრებულოების საქმიანობა ორჯერ შეაფასა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა საკრებულოში გამოვლენილი პრობლემები თითქმის იდენტურია.
„2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გთავაზობთ ჩვენს მიერ გამოვლენილი პრობლემების მიმოხილვას და რეკომენდაციებს. მიგვაჩნია, რომ მათი გააზრება დაეხმარება 2021 წლის მოწვევის საკრებულოებს მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებაში. საკრებულოს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში - იგი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)