en
ge

„წითელი ჯვარი შენთანაა“ – საიუბილეო მარათონი

თბილისი. 11 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აწყობს მარათონს „წითელი ჯვარი შენთანაა". მარათონი გაიმართება „კუს ტბაზე", 11 მაისს, შაბათს, 13:00 საათზე.
მარათონი ეძღვნება წითელი ჯვრის საზოგადოების დაარსებიდან 95-ე წლისთავს, ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის 150-ე წლისთავს. მარათონის პარალელურად, საქართველოს წითელი ჯვრის მიერ წარმოდგენილი იქნება პირველი დახმარების უნარ-ჩვევები. ასევე, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღონ შემოწირულობა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
გარბენი სტარტს აიღებს „კუს ტბის" ცენტრალური შესასვლელიდან. გარბენის დისტანცია 1.5 კილომეტრი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)