en
ge

სსც: "ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული კომპანია შეირჩა"

სსც: "ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული კომპანია შეირჩა"

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროში ნამახვანის ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის კერძო იურიდიული ფირმის შერჩევის შედეგებმა საბოლოოდ დაადასტურას მთავრობის მიერ ინიცირებული ამ პროცესის არასანდოობა.

„გამართლდა ის რისკები, რაც, ჩვენი შეფასებით, იურიდიული კომპანიის გამარტივებული შესყიდვის გზით უკანონოდ და გაუმჭვირვალედ შერჩევას ახლდა თან“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „კერძოდ, შერჩეული საერთაშორისო იურიდიული ფირმის, “CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP”-ის ადგილობრივი კონსულტანტი იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის სახელთან მჭიდროდ დაკავშირებული იურიდიული კომპანია MKD იქნება, რაც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი შეფასებისთვის ნდობის საფუძველს არ ქმნის. Შეფასება კი FIDIC-ის (“კონსულტანტი ინჟინრების საერთაშორისო ფედერაცია”) სტანდარტებთან მიმართებით წარიმართება, რაც ნამახვანის ხელშეკრულებისგან აბსოლიტურად განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სტანდარტით შეფასებას იგულისხმებს და შეფასების თავდაპირველ საჭიროებასა თუ მიზნობრიობას ვერ პასუხობს“.

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)