თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), დღეს, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიში მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ანალიზს. მასში აღწერილია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, ასევე, პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ და ღია გვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები.
ანგარიშში გაანალიზებულია 2021 წლის 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა დეტალურად შეისწავლეს 1,126 პოსტი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)