თბილისი. 2021 წლის პირველ ივლისს დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული კანონის პროექტი. ინიციატივის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წელის 7 ივნისის N1/4/693,857 გადაწყვეტილების აღსრულება. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება საკანონმდებლო ორგანოს 2020 წლის პირველ მაისამდე უნდა განეხორციელებინა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მართლმსაჯულების გამჭვირვალობის უაღრესად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სტანდარტები დაამკვიდრა, თუმცა საქართველოს პარლამენტს იგი ამ დრომდე არ აღუსრულებია. ამ სტანდარტების იმპლემენტაცია არის არამხოლოდ საქართველოს პარლამენტის პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულება ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ ნაწილი. კანონპროექტის მიღებას წინ უძღვოდა 2021 წლის 16 ივნისს ქ. ბორჯომში IDFI-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა“, - წერია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)