თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში ასაჩივრებს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ არ დაკმაყოფილდა მოსახლეობის საჩივარი ყიფშიძის N1-ში დაგეგმილი სადაო მშენებლობის შეჩერებასთან და მისი ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით.
„თბილისში, ყიფშიძის N1-ში 25, 19 და 16 სართულიანი სამი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მშენებლობის ნებართვა სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან ვთვლით, რომ მშენებლობა თბილისის მერიის არასამართლიანი, კერძო და არა საჯარო ინტერესით ნაკარნახევი პოლიტიკის მანკიერი პრაქტიკის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითია“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)