თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსიტიტუტი“ აქვეყნებს ბულგარეთის უახლესი წარსული კვლევის ინსტიტუტის მკვლევრის, მომჩილ მეთოდიევისას სტატიას - „არქივები და კონსპირაციის თეორები: ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაგალითი“.
„გასაგებია, რომ კომუნისტური საიდუმლო სამსახურების არქივების გახსნას დიდი მოლოდინი მოჰყვება ხოლმე. საზოგადოება იმედოვნებს, რომ არქივების გახსნა დიდი ხნის ნანატრ პასუხს გასცემს კომუნისტური რეჟიმის საქმიანობას, სისტემის დაშლას და რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს ინსტიტუტების გამჭვირვალობას, აღადგენს სამართლიანობას და გზას გაუხსნის ახალი ელიტების ჩამოყალიბებასა და მერიტოკრატიულ განვითარებას. ეს იმედები გასაგები და გონივრულია. მთავარ გამოწვევად რჩება არქივში გამოვლენილ ინფორმაციასა და ადრეულ გარდამავალ წლებში ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ რწმენას შორის შესაძლო შეუსაბამობა. როგორ რეაგირებს საზოგადოება და ინსტიტუტები, როდესაც გამოქვეყნებული საარქივო ინფორმაცია არა მხოლოდ არ ადასტურებს, არამედ ეწინააღმდეგება უკვე დამკვიდრებულ აღქმებს?“ - ვკითხულობთ სტატიაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)